„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ, შესაძლოა, სეზონის შემდეგ ნეაპოლური კლუბი დატოვოს. ამის შესახებ ვებგვერდი TuttoMercato იტყობინება.
წყაროს ცნობით, კონტე უკმაყოფილოა „ნაპოლის“ სატრანსფერო პოლიტიკით. ასევე გამოცემა წერს, რომ იტალიელი სპეციალისტით დაინტერესებულია ტურინის „იუვენტუსი“. კონტე ამ გუნდში 2011-14 წლებში მუშაობდა.
ასევე აღნიშნავენ, რომ „ნაპოლიში“ კონტე, შესაძლოა, მასიმილიანო ალეგრიმ შეცვალოს.
„ნაპოლი“ სერია A-ს 35 ტურის შემდეგ ლიდერია და „ინტერს“ სამი ქულით უსწრებს.