ანტონიო კონტე „ტოტენჰემთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს #1TVSPORT
ანტონიო კონტე „ტოტენჰემთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს #1TVSPORT

„ინტერის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ, შესაძლოა, „ტოტენჰემი“ ჩაიბაროს. მოლაპარაკებებში მხარეებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს, – ამტკიცებს Sky Sport Italia. ასევე ლონდონურ კლუბში შეიძლება აღმოჩნდეს „იუვენტუსის“ ყოფილი სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი.

19 აპრილს, „ტოტენჰემმა“ გამოაცხადა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჟოზე მოურინიოს წასვლის შესახებ.

26 მაისს, კონტემ დატოვა „ინტერი“, რომელსაც მანამდე ჩემპიონობა მოაგებინა. კონტრაქტის გაწყვეტის პირობების მიხედვით, 51 წლის სპეციალისტი ვერ შეძლებს უახლოესი ერთი წელი იტალიური კლუბის გაწვრთნას.