ანტონიო კონტე - „შახტარი“ მაღალი კლასის გუნდია
ანტონიო კონტე - „შახტარი“ მაღალი კლასის გუნდია

„შახტარსა“ და „ბაზელს“ შორის გამარჯვებული, ევროპის ლიგის ნახევარფინალში მილანის „ინტერს“ დაუპირისპირდება. იტალიური გრანდის მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ საკუთარი გუნდის პოტენციურ მეტოქეებზე ისაუბრა.

„ვნახოთ, ვისთან მოგვიწევს ნახევარფინალში თამაში, – მოჰყავს „ინტერის“ თავკაცის სიტყვები  Tuttomercatoweb -ს. – „შახტარი“ და „ბაზელი“ მსგავსი მონაცემების გუნდები არიან.

„შახტარს“ ვაკვირდებით და შემიძლია ვთქვა, რომ ისინი მაღალი დონის ტურნირებზე თამაშს შეჩვეულები არიან, ჰყავთ ბრაზილიელი ლეგიონერები. „შახტარი“ მაღალი კლასის გუნდია. „ბაზელმაც“ შესანიშნავი შედეგები აჩვენა. ნახევარფინალში თამაში ჩვენც დავიმსახურეთ“, – ამბობს „ინტერის“ ანტონიო კონტე.