ანტონიო კონტე „ნაპოლის“ შესახებ - გადავწყვიტე დავისვენო, მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს #1TVSPORT
ანტონიო კონტე „ნაპოლის“ შესახებ - გადავწყვიტე დავისვენო, მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს #1TVSPORT

შეცვლის თუ არა ანტონიო კონტენაპოლიში“ რუდი გარსიას? ამის დადგენას ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო შეეცადა და მასთან გასაუბრება სცადა, მაგრამ იტალიელი სპეციალისტისგან კონკრეტული პასუხი ვერ მიიღო.

იტალიელი სპეციალისტი ​„იუვენტუსის“ წვეულებას დაესწრო, რომელიც კლუბში ანიელების ოჯახის მისვლის 100 წლისთავს მიეძღვნა. კონტემ ამხანაგურ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა.

ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ კონტეს „ნაპოლიში“ შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით ჰკითხა. მწვრთნელმა ჟურნალისტს დამაინტრიგებელი პასუხი გასცა: „მკაფიო არჩევანი გავაკეთე, როდესაც „ტოტენჰემი“ დავტოვე. ახლა დასვენების და ოჯახთან ყოფნის დრო გამიჩნდა​, მაგრამ კარგად ვიცით, რომ ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. ჩვენ ყოველთვის უნდა გამოვავლინოთ პატივისცემა და კულტურა, მოდით, ამ საღამოზე გავერთოთ“.

ამის შემდეგ კონტემ საუბარი შეწყვიტა და თემა აღარ განავრცო, სხვაგვარად რეაგირება არც შეეძლო, ეს იქნებოდა უპატივცემულობა როგორც მისი კოლეგის, რუდი გარსიას მიმართ, ასევე იმ კონტექსტში, რომ ეს წვეულება „იუვენტუსის“ პატივსაცემად იმართებოდა, – წერს „არეანაპოლი“.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტე „იუვენტუსს“, „ჩელსის“, „ინტერს“ და „ტოტენჰემს“ წვრთნიდა, 2014-2016 წლებში კი იტალიის ნაკრებს ედგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით „იუვენტუსი“ და „ინტერი“ იტალიის ჩემპიონები და სუპერთასის გამარჯვებულები გახდნენ, „ჩელსიმ“ კი ინგლისის პრემიერლიგა და თასი მოიგო.

კონტე ოთხჯერ – იტალიის, ერთხელ კი ინგლისის წლის საუკეთესო მწვრთნელი გახდა.