ანტონიო კონტე - იტალიის ნაკრების მწვრთნელი ერთხელ უკვე ვიყავი და მრავალი მიზეზის გამო ამ პოზიციაზე საკუთარ თავს ავირჩევდი #1TVSPORT
ანტონიო კონტე - იტალიის ნაკრების მწვრთნელი ერთხელ უკვე ვიყავი და მრავალი მიზეზის გამო ამ პოზიციაზე საკუთარ თავს ავირჩევდი #1TVSPORT

„ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს განცხადებით, იტალიის ეროვნული გუნდის დამრიგებლის როლში საკუთარ თავს ხედავს.

„ნორმალურია, რომ ჩემზე ბევრს საუბრობენ და იტალიის ნაკრებთან მაკავშირებენ. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი რომ ვიყო, სხვებთან ერთად, ამ პოზიციაზე ჩემს კანდიდატურასაც განვიხილავდი, მრავალი მიზეზის გამო კი ანტონიო კონტეს ვარიანტს ავირჩევდი.

ეროვნული ნაკრების მწვრთნელი უკვე ვიყავი და სპეციფიკას კარგად ვიცნობ. შესანიშნავია, რომ საკუთარ ქვეყანას წარადგენ, თუმცა ამჟამად „ნაპოლისთან“ კონტრაქტი კიდევ ერთი წლით მაკავშირებს და მომავალთან დაკავშირებით პრეზიდენტს ზაფხულში დაველაპარაკები“, – ამბობს კონტე.

ანტონიო კონტე იტალიის ეროვნულ გუნდს 2014 წლის ზაფხულიდან 2016 წლის ზაფხულის ჩათვლით ავარჯიშებდა.