ანტონიო კონტე „ინტერში“ ინიშნება
ანტონიო კონტე „ინტერში“ ინიშნება

მილანის „ინტერის“ ახალი მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე გახდება, – ამის შესახებ საკუთარ „ტვიტერზე“ დაწერა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ.

იტყობინებიან, რომ კონტე დაესწრება ჩემპიონთა ლიგის ფინალს მადრიდში კლუბის დირექტორების, პიერო აუზილიოსა და ჯუზეპე მაორტის კომპანიაში. ასევე ირკვევა, რომ ის 2022 წლის ზაფხულამდე გააფორმებს კონტრაქტს და წელიწადში 12 მილიონ ევროს მიიღებს.

კონტეს ბოლო სამუშაო ადგილი „ჩელსი“ იყო, საიდანაც 2018 წლის ზაფხულში დაითხოვეს.

ანტონიო კონტე „ინტერში“ ლუჩანო სპალეტის შეცვლის. მილანურმა კლუბმა სერია A-ს ბოლო ტურში მოიპოვა ჩემპონთა ლიგის საგზური.