ანტონიო კონტე - დე ლაურენტისს ვთხოვე, რომ იანვარში გუნდი არ დასუსტდეს #1TVSPORT
„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ იანვრის სატრანსფერო „ფანჯარაზე“ კლუბის გეგმებზე ისაუბრა.
„ახლა 41 ქულა გვაქვს. სეზონის დაწყების წინ ვერ ვიფიქრებდით, რომ ასეთ შედეგს მივაღწევდით. ზრდა არ უნდა შევწყვიტოთ და მიღწეულით არ დავკმაყოფილდეთ.
კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს ერთი რამ ვთხოვე, იანვარში არ დავსუსტდეთ და თუ გუნდის გაძლიერების შანსი იქნება, გამოვიყენოთ“, – განაცხადა ანტონიო კონტემ.
„ნაპოლი“ ამ მომენტისთვის იტალიის სერია A-ს ლიდერია. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი ჩემპიონატში მომდევნო მატჩს 4 იანვარს „ფიორენტინასთან“ ჩაატარებს.