ანტონიო კონტე - ჩემი გუნდი ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე კარანტინამდე იყო
ანტონიო კონტე - ჩემი გუნდი ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე კარანტინამდე იყო

„ინტერის“ მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე მიიჩნევს, რომ მის გუნდს იტალიის ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსი არ დაუკარგავს.

„თუ „სამპდორიას“ დავამარცხებთ, „იუვენტუსთან“ სხვაობა ექვს ქულამდე შემცირდება, რაც გადაულახავი დისტანცია ნამდვილად არ არის, – ციტირებს ანტონიო კონტეს სიტყვებს Gazzetta dello Sport. – ჩვენ, რა თქმა უნდა, შესაძლებლობების ბოლომდე გამოყენებას ვაპირებთ.

კარანტინის დროს კარგად მოვემზადეთ, როგორც ფიზიკურად, ასევე ტაქტიკურად. იმასაც კი ვფიქრობ, რომ ჩემი გუნდი ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე პაუზამდე იყო“.

შეგახსენებთ, რომ „ინტერი“ „სამპდორიას“ ხვალ, 21 ივნისს დაუპირისპირდება.