ანტონიო კასანო - რონალდო ეგოისტია, რადგან არ აინტერესებს გაიტანს თუ არა სხვა გოლს
ანტონიო კასანო - რონალდო ეგოისტია, რადგან არ აინტერესებს გაიტანს თუ არა სხვა გოლს

ანტონიო კასანომ Twitch.tv-ზე კრისტიან ვიერის გადაცემაში რონალდოს შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ტურინის „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე „პორტოსთან“ პირველ შეხვედრაში 1:2 დამარცხდა.

„ყოველთვის ვამბობდი, რომ კრიშტიანო რონალდო ფენომენალური ფეხბურთელია, მას შეუძლია ბევრი გოლის გატანა, მაგრამ, შესაძლოა, პრობლემები აქვს ანდრეა პირლოს თამაშის სტილთან.

ის ყოველთვის იყო ეგოისტი. მას არ აინტერესებს გაიტანს თუ არა სხვა გოლს, მას მარტო თავად სურს გატანა. ის არ ცხოვრობს ფეხბურთისთვის, ის ცხოვრობს გოლებისთვის. თუ მის უკან დააყენებ ხავის, ინიესტას, მოდრიჩს ან კროოსს, მაშინ ის 50 გოლს გაიტანს.

რონალდო ცუდ მდგომარეობაშია, რადგან დრო ყველასთვის მიდის, მისთვისაც კი“, – განაცხადა კასანომ ვიერისთან საუბრისას.

ამ სეზონში რონალდომ 27 თამაშში 23-ჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. „იუვენტუსი“ „პორტოსთან“ საპასუხო შეხვედრას 10 მარტს გამართავს.