ანტონიო კასანო - კრიშტიანო რონალდო TOP5-შიც არ შედის #1TVSPORT
ანტონიო კასანო - კრიშტიანო რონალდო TOP5-შიც არ შედის #1TVSPORT

ყოფილმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ კომენტარი გაუკეთა კრიშტიანო რონალდოს აგენტის ჟორჟე მენდეშის სიტყვებს, რომელმაც პორტუგალიელს ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა.

„საკმარისია ეს დრამები. რონალდო – საუკეთესო ფეხბურთელი ისტორიაში? ის TOP5-შიც არ შედის. ჩემთვის მესი, პელე, მარადონა, კრუიფი და რონალდო, რომელსაც ფენომენი ჰქვია, სხვა დონეზე არიან“, – განაცხადა კასანომ.