ანტონიო კასანო - კრიშტიანო რონალდო პირლოს იდეებს არ იზიარებს
ანტონიო კასანო - კრიშტიანო რონალდო პირლოს იდეებს არ იზიარებს

ყოფილმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ ილაპარაკა “იუვენტუსის” ფორვარდის კრიშტიანო რონალდოსა და გუნდის მთავარი მწვრთნელის ანდრეა პირლოს თანამშრომლობაზე.

“რონალდო – ფენომენია, მან მილიარდი გოლი გაიტანა, მაგრამ პირლოს საფეხბურთო იდეებთან პრობლემები შეექმნა. ის საშუალოდ მატჩში ერთ გოლს იტანს, ეს სიმართლეა, მაგრამ, ამასთან, არ ეთანხმება ანდრეას საფეხბურთო ფილოსოფიას. ის ყოველთვის იყო ცოტათი ეგოისტი და მას არ ანაღვლებს, რომ სხვები იტანენ. ის ცხოვრობს იმისთვის, რომ თავად გაიტანოს და მატჩები ან თუნდაც დიადი მატჩები არ აინტერსებს. და ამ მომენტში სიტუაცია უარესდება. წლები ყველასთვის გადის და მას სირთულეები ექმნება”, – განაცხადა კასანომ.