ანტონიო გუტიერეში სირიაში სამხედრო ოპერაციის შეწყვეტაზე აშშ-თურქეთის შეთანხმებას მიესალმება
ანტონიო გუტიერეში სირიაში სამხედრო ოპერაციის შეწყვეტაზე აშშ-თურქეთის შეთანხმებას მიესალმება

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში სირიაში მიმდინარე თურქული სამხედრო ოპერაციის შეწყვეტასთან დაკავშირებით აშშ-ისა და თურქეთს შორის შემდგარ შეთანხმებას მიესალმება.

„გენერალური მდივანი მიესალმება ნებისმიერ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია სამოქალაქო პირების დაცვისა და ვითარების დეესკალაციისკენ. გენერალური მდივანი ასევე აცნობიერებს, რომ კრიზისის ეფექტურ გადაწყვეტამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი“, – ვკითხულობთ გაერო-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თურქეთის ლიდერს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს მრავალსაათიანი მოლაპარაკებები ჰქონდა ამერიკულ დელეგაციასთან, რომელსაც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ხელმძღვანელობდა. მოლაპარაკებების შემდეგ მაიკ პენსმა გამოაცხადა, რომ აშშ-ი და თურქეთი სირიაში სამხედრო ოპერაციის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.