ანტონიო გუტერეში - ბენიამინ ნეთანიაჰუს გეგმის განხორციელება საერთაშორისო სამართლის დარღვევა იქნება და დაანგრევს რეგიონული მშვიდობის პოტენციალს
ანტონიო გუტერეში - ბენიამინ ნეთანიაჰუს გეგმის განხორციელება საერთაშორისო სამართლის დარღვევა იქნება და დაანგრევს რეგიონული მშვიდობის პოტენციალს

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში გმობს ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებას მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის ნაწილების ისრაელის სუვერენიტეტის გავრცელების შესახებ.

ანტონიო გუტერეშის განცხადებით, მსგავსი ნაბიჯების გადადგმა საერთაშორისო სამართლის სერიოზული დარღვევა იქნება და დაანგრევს მოლაპარაკებების აღდგენისა და რეგიონული მშვიდობის პოტენციალს.

მიმდინარე წლის აპრილში ჩატარებული არჩევნების შემდეგ, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამთავრობო კოალიციის ფორმირება ვერ შეძლო, რის შემდეგაც დასავლეთ ნაპირზე ისრაელის სუვერენიტეტის გავრცელებას აქტიურად უჭერს მხარს.

იორდანიის ველზე და მკვდარი ზღვის ჩრდილოეთით ისრაელის სუვერენიტეტის გავრცელებას მხარს უჭერენ ისრაელში აშშ-ის ელჩი დევიდ ფრიდმანი და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში დონალდ ტრამპის წარმომადგენელი ჯეისონ გრინბლატი, რომელიც უახლოეს მომავალში თანამდებობას დატოვებს.

პალესტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაჰმუდ აბასმა თქვა, რომ ისრაელის მსგავსი მოქმედების შემთხვევაში, ისრაელთან დადებული ყველა შეთანხმება შეჩერდება.