ანტონიმ ერთ სეზონში შეიძლება ორი ევროტურნირი მოიგოს #1TVSPORT
ანტონიმ ერთ სეზონში შეიძლება ორი ევროტურნირი მოიგოს #1TVSPORT

„ბეტისის“ გარემარბს ანტონის 2024-25 წლების სეზონში ევროპის ლიგისა და კონფერენციის ლიგის მოგება შეუძლია.

სეზონის პირველ ნაწილში ბრაზილიელმა ოთხი მატჩი ჩაატარა „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობაში ევროპის ლიგაზე – ეს საკმარისია მედლის მისაღებად, თუ „იუნაიტედი“ ტურნირს მოიგებს. მანჩესტერელებმა პირველ ნახევარფინალში სტუმრად 3:0 დაამარცხეს „ბილბაო“.

ანტონის ამჟამინდელმა კლუბმა „ბეტისმა“ კონფერენციის ლიგის პირველ ნახევარფინალში 2:1 მოუგო „ფიორენტინას“. გამარჯვების გოლი სწორედ ანტონიმ გაიტანა.

ანტონი შეიძლება გახდეს პირველი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელიც ერთ სეზონში ორ ევროტურნირს მოიგებს. ბუკმეიკერებს მიაჩნიათ, რომ ამის 12-პროცენტიანი ალბათობა არსებობს.