ანტონი მარსიალი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ისტორიაში შევიდა
ანტონი მარსიალი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ისტორიაში შევიდა

პრემიერლიგის 35-ე ტურში „საუთჰემპტონის“ წინააღმდეგ მიმდინარე მატჩში 24 წლის ფრანგმა ფორვარდმა ანტონი მარსიალმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მაისურით 50-ე გოლი და კლუბის ისტორიაში მე-10 ფეხბურთელი გახდა (მეორე ფრანგი ერიკ კანტონას შემდეგ), ვინც ამის გაკეთება შეძლო.

ადრე 50-გოლიანი ნიშნული გადაუკვეთავთ: დევიდ ბექჰემს (62), ერიკ კანტონას (64), კრიშტიანო რონალდოს (84), ოლე-გუნარ სოლსკიაერს (91), ენდრიუ კოულს (93), რუდ ვან ნისტელროის (95), პოლ სქოულზს (107), რაიან გიგზს (109) და უეინ რუნის (183).

მიმდინარე სეზონში ანტონი მარსიალმა 41 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 21 გოლის ავტორი გახდა. მისი კონტრაქტი კლუბთან 2024 წლამდეა ძალაში.