ბრაზილიელი შემტევი ანტონი „მანჩესტერ იუნაიტედს“ ტოვებს. Telegraph-ის ცნობით, სამხრეთამერიკელი კარიერას ესპანურ „ბეტისში“ განაგრძობს.
გავრცელებული ინფორმაციით, კლუბებს შორის ყველა დეტალი შეთანხმებულია. ანტონი „ბეტისში“ იჯარით გადავა, ხოლო სეზონის დასრულების შემდეგ ესპანურ კლუბს მისი სრულად გამოსყიდვის შესაძლებლობა ექნება.
ბრაზილიელმა გასული სეზონის მეორე ნახევარი სწორედ „ბეტისში“ გაატარა, სადაც 26 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა. მანამდე ის „აიაქსისა“ და „სან პაულუს“ რიგებში თამაშობდა. ინგლისურმა კლუბმა ანტონის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაიხადა.