ანტონი იჯარის წესით „ბეტისში“ გადავიდა #1TVSPORT
ანტონი იჯარის წესით „ბეტისში“ გადავიდა #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედი“ მოელაპარაკა „ბეტისს“ გარემარბ ანტონის იჯარაზე. ბრაზილიელის გადასვლა ესპანურ კლუბში ოფიციალურად არის დასრულებული.

იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ გარიგება დაადასტურა საფირმო ფრაზით – Here we go. ანტონი „ბეტისში“ იჯარის წესით მიემგზავრება და სევილიურ კლუბს არ ექნება მისი გამოსყიდვის უფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ ანტონი 2025 წლის ზაფხულში „იუნაიტედში“ დაბრუნდება.

ზეპირი შეთანხმება უკვე მიღწეულია და ანტონი მალე ესპანეთში გაემგზავრება.