ანტონელო პერილო - გაუგებარია, რატომ იღებს დენდონკერი კვარაცხელიაზე მაღალ ხელფასს #1TVSPORT
ანტონელო პერილო - გაუგებარია, რატომ იღებს დენდონკერი კვარაცხელიაზე მაღალ ხელფასს #1TVSPORT

იტალიის საზოგადოებრივი მაუწყებლის, Rai-ს რეგიონალური ბიუროს, TG Regione-ს დირექტორის მოადგილის, ანტონელო პარილოს განცხადებით, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ შეუფერებლად დაბალი ხელფასი აქვს.

ჟურნალისტმა ასევე ახსენა იანვარში „ვულვზიდან“ დამატებული ლეანდერ დენდონკერი. ბელგიელმა „ნაპოლის“ რიგებში სულ სამჯერ ითამაშა და ჯამში მოედანზე 21 წუთი გაატარა, თუმცა მისი ხელფასი კვარაცხელიას ანაზღაურებას აღემატება.

„დენდონკერის ტრანსფერი აუხსნელია. ის, საერთოდ, ჩემპიონთა ლიგის განაცხადს მიღმაც კი დატოვეს, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ გამოცდილია, მან ინგლსის პრემიერლიგაში 151 მატჩი ჩაატარა, ხოლო ბელგიის ნაკრებში – 32.

თუ გამოქვეყნებული ინფორმაცია სწორია, მას „ნაპოლიმ“ უფრო მაღალი ხელფასი დაუნიშნა, ვიდრე ანგისას, ლობოტკასა და რაჰმანის აქვთ. და რაც ყველაზე აუხსნელია, კვარაცხელიაზე 800 000 ევროთი მეტს იღებს. ეს აბსოლუტურად გაუგებარია“, – აცხადებს ანტონელო პერილო.