ანტეტოკუნმპოს 38 ქულა და 16 მოხსნა „კლიპერსთან“ სტუმრად მოგებულ მატჩში (ვიდეო)

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) რეგულარული ჩემპიონატის მორიგი საინტერესო მატჩები ჩატარდა. „კლიპერსმა“ „სტეიპლს ცენტრში“ კავაი ლეონარდის გარეშე „მილუოკის“ უმასპინძლა და მეტოქესთან 5 ქულის სხვაობით ანგარიშით 124:129 დამარცხდა.

პარკეტზე საუკეთესო იანის ანტეტოკუნმპო იყო, რომელმაც მორიგი ფენომენალური შეხვედრა გამართა. „ბაქსის“ ბერძენმა სუპერვარსკვლავმა 38 ქულა, 16 მოხსნა და 9 გადაცემა დააგროვა. ლოს ანჯელესელებს შორის კი კავაის არყოფნისას ლუ ვილიამსმა და მონტრეზლ ჰარელმა ბრწყინვალე სტატისტიკა დააფიქსირეს. ამ უკანასკნელმა 34 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. ასევე ორმაგი დუბლით დაასრულა შეხვედრა ლუ ვილიამსმა (34 ქულა, 11 გადაცემა).  პატრიკ ბევერლის ანგარიშზე 20 ქულა და 10 გადაცემაა. აღმოსავლეთ კონფერენციაში „მილუოკი“ 6 მოგებითა და 2 მარცხით მეორე ადგილზე იმყოფება, „კლიპერსს“ კი 5 წაგება, 3 მარცხი აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მეხუთე პოზიციაზეა.

დეტროიტი – ნიუ იორკი 122:102

ინდიანა – ვაშინგტონი 121:106

ატლანტა – ჩიკაგო 93:113

ტორონტო – საკრამენტო 124:120

ჰიუსტონი – გოლდენ სტეიტი 129:112

მემფისი – მინესოტა 137:121

დალასი – ორლანდო 107:106

იუტა – ფილადელფია 106:104