ანტეტოკუნმპოს 32 ქულა და 17 მოხსნა „ბოსტონთან“ მოგებულ მატჩში (ვიდეო)

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარულ სეზონზე მორიგი, რიგით 37-ე გამარჯვება იზეიმა აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერმა „მილუოკიმ“. „ბაქსმა“ საკუთარ არენაზე „ბოსტონს“ უმასპინძლა და 128-123 იმარჯვა.

მასპინძელთა შორის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა იანის ანტეტოკუნმპომ. ბერძენმა სუპერვარსკვლავმა 32 ქულითა და 17 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. მას სამმაგ დუბლამდე 3 პასი დააკლდა. 23 ქულით დაასრულა მატჩი კრის მიდლტონმა.

„ბოსტონის“ რიგებში ფენომენალური შეხვედრა ჩაატარა კემბა ვოკერმა (40 ქულა 11 მოხსნა 3 პასი), თუმცა მისი კარგი თამაში გამარჯვებისთვის საკმარისი არ გამოდგა. 24 ქულა ჰქონდა მარკუს სმარტს.

ნიუ იორკი – ფინიქსი 98-121

ნიუ ორლეანი – იუტა 138-132 (ოვერტაიმი)

გოლდენ სტეიტი – დენვერი 131-134 (ოვერტაიმი)

კლიპერსი – ორლანდო 122-95