ანტეტოკუნმპო ვარჯიშს ვერ ახერხებს
ანტეტოკუნმპო ვარჯიშს ვერ ახერხებს

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონი კორონავირუსის პანდემიის გამო, უკვე რამდენიმე კვირაა გაურკვეველი დროით არის შეჩერებული. კალათბურთელები ფორმის შენარჩუნებას სახლის პირობებში, სპეციალურად მოწყობილ დარბაზებში ცდილობენ, თუმცა, სამწუხაროდ, ყველა კალათბურთელს სავარჯიშოდ შესაბამისი პირობები არ გააჩნია. ერთ-ერთი ასეთი სპორტსმენი „მილუოკის“ ლიდერი იანის ანტეტოკუნმპოა. ბერძენი სუპერვარსკვლავის თქმით, მას სახლში კერძო დარბაზი არ გააჩნია და პანდემიის დროს ფორმის შენარჩუნებას ვერ ახერხებს:

„მე სახლში დარბაზი არ მაქვს. ბევრ კალათბურთელს აქვს და ახერხებენ ვარჯიშს. მე კი მხოლოდ სახლის პირობებში გარკვეული სახის ვარჯიშების კეთება შემიძლია. კალათბურთის თამაშს კი ვერ ვახერხებ“.

იგივე პრობლემა აქვს იანისის თანაგუნდელ კრის მიდლტონს:

„მას შემდეგ, რაც დარბაზები დაიხურა, ფორმის შენარჩუნებას და ვარჯიშს ვერ ვახერხებ. ჩემი მეზობლის სახლში გადავდივარ ხოლმე, იქ საკალათბურთო ფარია და ვცდილობ სროლაში ვივარჯიშო. ეს, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის“, – აღნიშნა მიდლტონმა.