ანტენტოკუნმპოს სამმაგი დუბლით ჩემპიონი „ბოსტონთან“ სერიაში დაწინაურდა - NBA, პლეი ოფი, მეორე რაუნდი [ვიდეო] #1TVSPORT
ანტენტოკუნმპოს სამმაგი დუბლით ჩემპიონი „ბოსტონთან“ სერიაში დაწინაურდა - NBA, პლეი ოფი, მეორე რაუნდი [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* შეხვედრაში ხუთჯერ შეიცვალა ლიდერი, ოთხჯერ იყო თანაბარი ანგარიში, „მილუოკის“ მაქსიმალური ლიდერობა 17 ქულას შეადგენდა, „ბოსტონის“ – რვა ქულას.

* „მილუოკიმ“ თამაშიდან 41.1 პროცენტის სიზუსტით ისროლა, სამქულიანების 35.3 პროცენტი ჩააგდო, საჯარიმოების – 71.4 პროცენტი. „ბოსტონის“ ანალოგიური მაჩვენებლები – 33.0%, 36.0% და 75.0%.

* „ბოსტონმა“ 50 სამქულიანი ესროლა და 18 ჩააგდო.

* იანის ანტენტოკუნმპომ კარიერაში პლეი ოფში მეორე სამმაგი დუბლი შეასრულა.

* „ბოსტონის“ ლიდერებმა ჯეისონ ტეიტუმმა და ჯეილენ ბრაუნმა 31-დან 10 ტყორცნა ჩააგდეს.

* ანტენტოკუნმპომ პირველი ტაიმის ბოლოს ზედიზედ რვა ქულა აიღო და თავის გუნდს ორნიშნა უპირატესობა მოუტანა.

 

აღმოსავლეთი

ბოსტონი-მილუოკი      89:101

24:27, 22:29, 24:22, 19:23

: ტეიტუმი (21+6 პასი), ბრაუნი (12+9 მოხსნა), ჰორფორდი (12+10 მოხსნა), სმარტი (10+6 პასი), უაიტი (10).

: ჰოლიდეი (25+9 მოხსნა), ი. ანტენტოკუნმპო (24+13 მოხსნა+12 პასი), პორტისი (15+11 მოხსნა), ალენი (11), ბ. ლოპესი (6+10 მოხსნა).

სერია: 0-1