ანტენტოკუნმპომ საკალათბურთო ოსკარი მოიგო
ანტენტოკუნმპომ საკალათბურთო ოსკარი მოიგო

„მილუოკის“ ფორვარდი იანის ანტენტოკუნმპო გახდა ე. წ. „საკალათბურთო ოსკარის“ (Euroscar European Player of the Year) მფლობელი 2018 წლის შედეგების მიხედვით. ეს არის პრიზი, რომელიც ევროპის წლის საუკეთესო კალათბურთელს გადაეცემა.

გამოკითხვაში ანტენტოკუნმპომ 134 ქულა დააგროვა და გაუსწრო მეორე და მესამე ადგილებზე გასულ ლუკა დონჩიჩსა („დალასი“) და ნიკოლა იოკიჩს („დენვერი“).

იანის ანტენტოკუნმპო მეორე ბერძენია ნიკოს გალისის შემდეგ, ვინც ეს პრიზი დაისაკუთრა.