ანტენტოკუნმპო, ჯეიმსი და ჰარდენი მვპ-ის კანდიდატები არიან
ანტენტოკუნმპო, ჯეიმსი და ჰარდენი მვპ-ის კანდიდატები არიან

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა 2019-20 წლების სეზონში ინდივიდუალური პრიზების ნომინანტთა სია. ხმის მიცემა ეფუძნებოდა რეგულარული ჩემპიონატის მატჩებს 11 მარტამდე, როცა სეზონი კორონავირუსის გამო შეწყდა.

ნომინანტთა სია:

უძვირფასესი მოთამაშე (MVP) – იანის ანტენტოკუნმპო (მილუოკი), ჯეიმს ჰარდენი (ჰიუსტონი), ლებრონ ჯეიმსი (ლეიკერსი);

წლის ახალბედა – ჯა მორანტი (მემფისი), კენდრიკ ნანი (მაიამი), ზაიონ უილიამსონი (ნიუ ორლეანი);

საუკეთესო დამცველი – იანის ანტენტოკუნმპო (მილუოკი), ენტონი დევისი (ლეიკერსი), რუდი გობერი (იუტა);

ყველაზე პროგრესირებადი მოთამაშე – ბემ ადებაიო (მაიამი), ლუკა დონჩიჩი (დალასი), ბრენდონ ინგრემი (ნიუ ორლეანი);

საუკეთესო მეექვსე მოთამაშე – მონტრეზლ ჰარელი (კლიპერსი), დენის შრიოდერი (ოკლაჰომა), ლუ უილიამსი (კლიპერსი);

წლის მწვრთნელი – მაიკ ბუდენჰოლცერი (მილუოკი), ბილი დონოვანი (ოკლაჰომა), ნიკ ნურსი (ტორონტო).