ანტალიის გრანდ სლემზე თუშიშვილი, მაისურაძე და სანებლიძე გამოსვლას წარმატებით აგრძელებენ [ვიდეო]  #1TVSPORT
ანტალიის გრანდ სლემზე თუშიშვილი, მაისურაძე და სანებლიძე გამოსვლას წარმატებით აგრძელებენ [ვიდეო]  #1TVSPORT

თურქეთში მიმდინარე ანტალიის გრანდ სლემზე ძიუდოში დღეს მედლების მოსაპოვებლად ექვსი ქართველი – ბექა ღვინიაშვილი, ლუკა მაისურაძე (ორივე -90 კგ.), ონისე სანებლიძე, გიორგი ბერიაშვილი (100 კგ.), გურამ თუშიშვილი (+100 კგ.) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) გამოვიდნენ. მათგან ტურნირზე ასპარეზობას მხოლოდ სამნი – მაისურაძე, სანებლიძე და თუშიშვილი აგრძელებენ.

ლუკა მაისურაძის ბრძოლა

 

ონისე სანებლიძის ბრძოლა

 

გურამ თუშიშვილის ბრძოლა

სამივე ქართველ ძიუდოისტს მეოთხედფინალამდე ერთი გამარჯვება აშორებს. მერვედფინალში ლუკა მაისურაძე ყაზახ მუზაპაროვს შეხვდება, ონისე სანებლიძე ჩილელ ბრისენოსთან იჭიდავებს, მძიმეწონოსანი მსოფლიო ჩემპიონი გურამ თუშიშვილი კი სლოვაკ ფიზელს დაუპირისპირდება.

დღეს ანტალიის გრანდ სლემზე ფინალური ბლოკი 18:00 საათზე გაიმართება. შეგახსენებთ,რომ თურქეთის ტურნირზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალია.