ანტალიის გრანდ სლემზე კაპანაძემ პირველი გამარჯვება მოიპოვა #1TVSPORT
ანტალიის გრანდ სლემზე კაპანაძემ პირველი გამარჯვება მოიპოვა #1TVSPORT

თურქეთის საკურორტო ქალაქ ანტალიაში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში დღეს გამომსვლელმა ერთადერთმა ქართველმა, ლუკა კაპანაძემ (73კგ) პირველი გამარჯვება მოიპოვა.

21 წლის სპორტსმენმა ალბანელი ძიუდოისტი კულნაჯი ვაზარით დაამარცხა და ტურნირის 1/16-ფინალში გავიდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გრანდ სლემზე იასპარეზა ლუხუმ ჩხვიმიანმა (60 კგ), რომელიც პირველივე შეხვედრაში დამარცხდა – ქართველმა კვიპროსელ პეტროს კრისტოდოულიდესთან დამატებით დროში წააგო და ტურნირი უმედლოდ დაასრულა.

2022 წელს გამართულ ანტალიის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა ოთხი მედლის აღება შეძლო და გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა. ტურნირის ჩემპიონები გახდნენ გიორგი ტერაშვილი (73 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ), ვერცხლის მედლები კი ლუხუმ ჩხვიმიანმა (60 კგ) და ლუკა მაისურაძემ (90 კგ) მოიპოვეს.