ანტალიის გრანდ სლემზე ძიუდოში შვიდი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT
ანტალიის გრანდ სლემზე ძიუდოში შვიდი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT

31 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ანტალიაში დაგეგმილ გრანდ სლემზე იასპარეზებს.

ტურნირზე შვიდი ქართველი ძიუდოისტია (6 კაცი, 1 ქალი) დარეგისტრირებული. თურქეთში მედლებისთვის ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ), ლუკა კაპანაძე (73 კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ნიკა ხარაზიშვილი (ორივე 90 კგ), ომარ საური (100 კგ), ლევან მატიაშვილი (+100 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.) იჭიდავებენ.

2022 წელს გამართულ ანტალიის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა ოთხი მედლის აღება შეძლო და გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა.

ტურნირზე ჩემპიონები გახდნენ გიორგი ტერაშვილი (73 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ), ვერცხლის მედლები კი ლუხუმ ჩხვიმიანმა (60 კგ) და ლუკა მაისურაძემ (90 კგ) მოიპოვეს.