ანტალიის გრანდ სლემზე 1-3 აპრილს 11 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს #1TVSPORT
ანტალიის გრანდ სლემზე 1-3 აპრილს 11 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს #1TVSPORT

თურქეთის ქალაქ ანტალიაში 1-3 აპრილს ჩატარდება გრანდ სლემის ტურნირი ძიუდოში. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 11 სპორტსმენით იასპარეზებს. ანტალიაში ცხრა კაც და ორ ქალ ძიუდოისტს ვიხილავთ.

ლუხუმ ჩხვიმიანი, ჯაბა პაპინაშვილი (ორივე – 60 კგ.), გიორგი ტერაშვილი (73კგ), გიორგი შერაზადიშვილი (81 კგ.), ბექა ღვინიაშვილი, ლუკა მაისურაძე (ორივე – 90 კგ.), ონისე სანებლიძე, გიორგი ბერიაშვილი (100 კგ.), გურამ თუშიშვილი (+100 კგ.), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ).

ჩვენი გუნდის შემადგენლობაში კაცებში ორი წონითი კატეგორია გაორებულია, მაგრამ არ გვეყოლება წარმომადგენელი 66კგ-ში.

ანტალიის გრანდ სლემზე უკვე 63 ქვეყნის 528 წარმომადგენელია დარეგისტრირებული. შეგახსენებთ, რომ თურქეთის შარშანდელმა ტურნირმა საქართველოს ნაკრების გარეშე ჩაიარა.