ანტალიის გრანდ სლემის ბოლო დღეს ხუთი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს #1TVSPORT
ანტალიის გრანდ სლემის ბოლო დღეს ხუთი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს #1TVSPORT

თურქეთში, ქალაქ ანტალიაში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში ბოლო საშეჯიბრო დღეს ხუთი ქართველი იასპარეზებს. ტურნირზე მედლებისთვის ავთანდილ ჭრიკიშვილი, ნიკა ხარაზიშვილი (ორივე 90 კგ), ომარ საური (100 კგ), ლევან მატიაშვილი (+100 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.) იჭიდავებენ.

შეგახსენებთ, რომ გრანდ სლემზე ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჯერჯერობით უმედლოდაა.

2022 წელს გამართულ ანტალიის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა ოთხი მედლის აღება შეძლო და გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა. ტურნირის ჩემპიონები გახდნენ გიორგი ტერაშვილი (73 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ), ვერცხლის მედლები კი ლუხუმ ჩხვიმიანმა (60 კგ) და ლუკა მაისურაძემ (90 კგ) მოიპოვეს.