ანტალიის გრან-პრიზე ნინიაშვილი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს
ანტალიაში მიმდინარე ძიუდოისტთა გრან-პრიზე ბაგრატ ნინიაშვილი მესამე ადგილისთვის იბრძოლებს. ის რუს სპორტსმენ აბდულა აბდულზალილოვს დაუპირისპირდება. დღეს ტურნირზე ორთაბრძოლები კაცებში 60 და 66, ხოლო ქალებში 48, 52 და 57 კილოგრამამდე წონით კატეგორიებში იმართება.
ქართველი ძიუდოისტებიდან ფინალურ ბლოკში მხოლოდ ნინიაშვილი იასპარეზებს. ჩვენი სპორტსმენები ტურნირის პირველ დღეს შემდეგი შემადგენლობით გამოვიდნენ:
კაცები
60 კგ. – ჯაბა პაპინაშვილი, ირაკლი კუპატაძე
66 კგ. – ბაგრატ ნინიაშვილი, ივანე მახათაძე.
ქალები
48 კგ. – ნატალია ყიფშიძე
52 კგ. – მარიამ ჯანაშვილი, ტატიანა ლევიცკა-შუკვანი
57 კგ. ეთერ ლიპარტელიანი
ფინალური ბლოკი 18.00 საათზე დაიწყება.