ანსუ ფატი იჯარით „მონაკოში“ ითამაშებს #1TVSPORT

13:03, 23.06.2025
Ansu Fati of Barcelona participates in the La Liga 2024/25 match between Valladolid and Barcelona at Jose Zorrilla Stadium in Valladolid, Spain, on May 3. (Photo by Guillermo Martinez/NurPhoto via Getty Images)

„ბარსელონა“ და „მონაკო“ ახლოს არიან კატალონური კლუბის ფორვარდის, ანსუ ფატის სატრანსფერო გარიგებასთან.

იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კლუბები აზუსტებენ საიჯარო ხელშეკრულების დეტალებს.

„მონაკო“ აპირებს ამ კვირას დაასრულოს ფორვარდის სამედიცინო შემოწმება.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ ფრანგული კლუბი იჯარით აიყვანდა ფატის და ექნებოდა 12 მილიონ ევროდ მისი გამოსყიდვის უფლება.

გასულ სეზონში 22 წლის ანსუ ფატიმ ლა ლიგაში ექვსი მატჩი ჩაატარა და შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია.

მსგავსი