ანსი-ლე-გრან-ბორნანში მსოფლიო თასის მესამე ეტაპი დაიწყო | ბიატლონი
ანსი-ლე-გრან-ბორნანში მსოფლიო თასის მესამე ეტაპი დაიწყო | ბიატლონი

საფრანგეთის ქალაქ ანსი-ლე-გრან-ბორნანში სტარტი აიღო ბიატლონში მსოფლიო თასის მესამე ეტაპმა.

გუშინ სპრინტი მამაკაცებში 10 კმ-ზე გაიმართა, რომელიც ყველასთვის მოულოდნელად გერმანელმა ბენედიქტ დოლმა მოიგო. მეორე ადგილზე ნორვეგიელი ტარი ბო გავიდა, ბრინჯაოს მედალი კი ფრანგმა ფილონ მაიემ მოიპოვა.

დღეს ქალებში სპრინტი 7.5 კმ-ზე გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ორი ეტაპის შემდეგ საერთო ჩათვლაში მამაკაცებში 211 ქულით ნორვეგიელი იოჰანეს ბო ლიდერობს, ხოლო ქალებში პირველ ადგილს 156 ქულით იტალიელი დოროტეა ვირერი იკავებს.