ანსი-ლე-გრან-ბორნანში მას-სტარტი კაცებში 15კმ-ზე ბომ მოიგო | ბიატლონი.
ანსი-ლე-გრან-ბორნანში მას-სტარტი კაცებში 15კმ-ზე ბომ მოიგო | ბიატლონი.

საფრანგეთის ქალაქ ანსი-ლე-გრან-ბორნანში ბიატლონში მსოფლიო თასის მესამე ეტაპის რბოლა მას-სტარტი კაცებში 15კმ-ზე გაიმართა, რომელიც ნორვეგიელი იოჰანეს ბოს დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. მეორე ადგილი ეტაპის მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელმა ემილიენ ჟაკლინმა დაიკავა, ბრინჯაოს მედალი კი გამარჯვებულის ძმამ, ტარი ბომ მოიპოვა. დღესვე, მოგვიანებით, მსოფლიო თასის მესამე ეტაპის დასკვნით დღეს, მას-სტარტი ქალებში 12.5კმ-ზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის საერთო ჩათვლაში მამაკაცებში 314 ქულით ნორვეგიელი იოჰანეს ბო ლიდერობს, ხოლო ქალებში პირველ ადგილს 253 ქულით ასევე ნორვეგიელი ინგრიდ ტანდრევოლდი იკავებს.