ანრი ოხანაშვილი - ვითომდა ტყუილების გარდა, ე.წ. კრიტიკულმა საზოგადოებამ გახარიას გამოსვლაში სხვა ნაწილი თუ ვერ ნახა, რთულია, ობიექტურად შევაფასოთ ე.წ. კრიტიკული საზოგადოება
ანრი ოხანაშვილი - ვითომდა ტყუილების გარდა, ე.წ. კრიტიკულმა საზოგადოებამ გახარიას გამოსვლაში სხვა ნაწილი თუ ვერ ნახა, რთულია, ობიექტურად შევაფასოთ ე.წ. კრიტიკული საზოგადოება

ასე არ დავსვამდი შეკითხვას, თითქოს ტყუილები უპოვიათ შინაგან საქმეთა მინისტრის გამოსვლაში, მაინტერესებს, ვინ არის ის კრიტიკული საზოგადოება, ვინც თურმე ტყუილებს პოულობს, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა. მისი თქმით, საინტერესოა დასახელდეს წყარო.

„ვითომდა ტყუილების გარდა, ე.წ. კრიტიკულმა საზოგადოებამ გახარიას გამოსვლაში სხვა ნაწილი თუ ვერ ნახა, რთულია, ობიექტურად შევაფასოთ ე.წ. კრიტიკული საზოგადოება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, 20 ივნისის საღამოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები საკუთარი ინიციატივით იმყოფებოდნენ პარლამენტში.

„ეს არის ჩემი ინფორმაცია. შეგვიძლია, ვკითხოთ კონკრეტულ წარმომადგენლებს და ისინი ისაუბრებენ ამასთან დაკავშირებით – ეს ერთი. მეორე, დიპლომატების მიერ კონკრეტული საკითხის გახმოვანება არ ნიშნავს, რომ გიორგი გახარიამ რამე არასწორი განაცხადა. ტელეეთერითაც დაფიქსირდა ფაქტი, რომ მაგალითად, გერმანიის ელჩი იმ საღამოს მივიდა საქართველოს პარლამენტის შენობაში. ეს ცნობილი ფაქტია“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.​