ანრი ოხანაშვილი საქართველოში გერმანიის ელჩის მოადგილეს, ტანია ჰუტს შეხვდა

12:57, 03.11.2021

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილეს, ტანია ჰუტს შეხვდა.

ანრი ოხანაშვილმა სტუმარს იურიდიულ საკითხთა კომიტეტისა და ზოგადად, პარლამენტის სამომავლო გეგმები გააცნო.

„გერმანიის ელჩის მოადგილესთან საინტერესო შეხვედრა გაიმართა. ჩვენ ვისაუბრეთ იმ სამომავლო და სარეფორმო გეგმებზე, რომელიც კომიტეტს და პარლამენტს არჩევნების შემდგომი პერიოდის დღის წესრიგში აქვს გათვალისწინებული“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ანრი ოხანაშვილმა.

მსგავსი