ანრი ოხანაშვილი - „ქართული ოცნების“ გუნდი პირობას შეასრულებს და საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს
ანრი ოხანაშვილი - „ქართული ოცნების“ გუნდი პირობას შეასრულებს და საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, თუ საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭისყრაზე ჩავარდნა დაემუქრება, ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნება.

როგორც ჟურნალისტებს ოხანაშვილმა განუცხადა, 8 მარტის შეთანხმების არსი ყველმა უნდა გააცნობიეროს

„ქართული ოცნების“ გუნდის მხრიდან პირობა იქნება შესრულებული და საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დავუჭერთ. იმედი გვაქვს, რომ ვინც აქამდე ამბობდა, რომ მხარს დაუჭერდა, მათი განცხადება ძალაში რჩება. ცვლილებების მიღებას მხოლოდ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არ ჰყოფნის“, – განაცხადა ოხანაშვილმა.