ანრი ოხანაშვილი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს

18:58, 05.02.2019

ანრი ოხანაშვილი პარლამენტის სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ 98 მომხრე ხმით, 4-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც აღნიშნული თანამდებობა გასული წლის ბოლოს ეკა ბესელიამ დატოვა.

კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას ამ დრომდე დავით მათიკაშვილი ასრულებდა.

მსგავსი