ანრი ოხანაშვილი - ნულოვანი ბარიერი ყველა გარანტიას ქმნის, თუ პარტია შემდგარია, უზრუნველყოფილი იყოს მისი პარლამენტში მოხვედრა
ანრი ოხანაშვილი - ნულოვანი ბარიერი ყველა გარანტიას ქმნის, თუ პარტია შემდგარია, უზრუნველყოფილი იყოს მისი პარლამენტში მოხვედრა

ნულოვანი ბარიერი ყველა გარანტიას ქმნის, თუ პარტია შემდგარია, უზრუნველყოფილი იყოს მისი პარლამენტში მოხვედრა, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ანრი ოხანაშვილმა.

ოხანაშვილი აცხადებს, რომ ფართომასშტაბიანი რეფორმა, რომელიც „ქართული ოცნების“ გუნდის დამსახურებით დაანონსდა და მუშაობა დაიწყო, ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს შეუწყობს, რომ სიტუაციის განმუხტვა მოხდეს, ყველა შესაბამის პარტიას მიეცეს შესაძლებლობა, საკუთარი ძალები მოსინჯოს.

„ე.წ. ბუნებრივი, ნულოვანი ბარიერი ყველა გარანტიას ქმნის იმისთვის, რომ თუ პარტია შემდგარია, აქვს სტრუქტურა და ხედვა, უზრუნველყოფილი იყოს მისი წარმომადგენლობა პარლამენტში. თუ პარტიას არ აქვს რესურსი, არ გააჩნია ხედვა, სტრუქტურა, იდეები და საზოგადოებას ვერ ესაუბრება იმ გეგმებთან დაკავშირებით, რის გამოც, მას საზოგადოებამ შეიძლება მხარი დაუჭიროს, მაშინ ასეთი პარტია არც ბლოკის სტატუსით უნდა იმსახურებდეს, წარმოდგენილი იყოს ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დატოვე კომენტარი