ანრი ოხანაშვილი - მშვიდობიანი აქციის დროს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები სრულად იქნება დაცული, ჩაატარებენ, დაემშვიდობებიან ერთმანეთს და დასრულდება
ანრი ოხანაშვილი - მშვიდობიანი აქციის დროს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები სრულად იქნება დაცული, ჩაატარებენ, დაემშვიდობებიან ერთმანეთს და დასრულდება

მშვიდობიანი აქციის დროს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები სრულად იქნება დაცული, ჩაატარებენ, დაემშვიდობებიან ერთმანეთს და დასრულდება, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე საუბრისას.

„ქვეყანაში ყველა ადამიანის, ოპონენტის გამოხატვის თავისუფლება დაცულია. შესაბამისად, მშვიდობიანი აქციის დროს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები სრულად იქნება დაცული. მივლენ, ჩაატარებენ, შემდგომ დაემშვიდობებიან ერთმანეთს და დასრულდება.

იქ, სადაც არ არსებობს პოლიტიკური კრიზისი, ალოგიკურია რაიმეს განმუხტვაზე საუბარი; ვინ რა ხნით იქნება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ამას წყვეტს კანონი და სასამართლო. მიხეილ სააკაშვილი არის რეციდივისტი, ეს სამართლებრივად ასეა. ერთხელ ჩადენილი დანაშაული, რაზეც არის პასუხისგებაში მიცემული, ამის შემდგომ კიდევ ჩაიდინა სავარაუდოდ ახალი დანაშაული, რაც ეხება საზღვრის უკანონო კვეთას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.