ანრი ოხანაშვილი - მოცემულობაა, რომ უნდა გადავდგათ პოზიტიური ნაბიჯები და საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მზად ვართ, მაგრამ შემხვედრ პასუხად მივიღეთ რადიკალიზაცია
ანრი ოხანაშვილი - მოცემულობაა, რომ უნდა გადავდგათ პოზიტიური ნაბიჯები და საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მზად ვართ, მაგრამ შემხვედრ პასუხად მივიღეთ რადიკალიზაცია

მოცემულობაა, რომ უნდა გადავდგათ პოზიტიური ნაბიჯები და საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მზად ვართ, მაგრამ შემხვედრ პასუხად მივიღეთ რადიკალიზაცია, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.

ოხანაშვილის თქმით, მზად არიან ოპოზიციასთან კონსულტაციისთვის, თუ ისინი ორიენტირებული იქნებიან საქმესა და შინაარსზე.

„საკონსტიტუციო ცვლილებები ისე დავაინიცირეთ, რომ არავის წინაშე რაიმე სახის ვალდებულება არ გვქონია. ჩვენ ეს იმისთვის დავაინიცირეთ, რომ პოზიტიური ნაბიჯი გადაგვედგა დეპოლარიზაციისკენ და კონსენსუსის მიღწევისთვის; ამის საპირისპიროდ, რადიკალიზაცია მივიღეთ, რომელიც დღემდე გრძელდება.

მოცემულობაა, რომ ჩვენ უნდა გადავდგათ პოზიტიური ნაბიჯები და ამისთვის მზად ვართ, მაგრამ მეორე მხრივ, შემხვედრი პასუხი არის არა ადეკვატური, არამედ კონტრპოდუქტიული.

მზად ვართ ოპოზიციასთან კონსულტაციისთვის, თუ ისინი ორიენტირებული არიან საქმესა და შინაარსზე და წარმოადგენენ არგუმენტებს, რომ ცვლილებები შესაბამისი დათქმებით საჭიროა ქვეყნისთვის. შეთანხმებული ვიყავით, რომ საკითხები შინაარსობრივად განგვეხილა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.