ანრი ოხანაშვილი - ლიეტუვაში დაინტერესდნენ, იყო თუ არა შეთანხმებული ჟიგიმანტას პავილიონისის ვიზიტი, საქართველოს მეგობრობა არ ნიშნავს, ცალმხრივად რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ეკეკლუცო
ანრი ოხანაშვილი - ლიეტუვაში დაინტერესდნენ, იყო თუ არა შეთანხმებული ჟიგიმანტას პავილიონისის ვიზიტი, საქართველოს მეგობრობა არ ნიშნავს, ცალმხრივად რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ეკეკლუცო

ლიეტუვაში დაინტერესდნენ, იყო თუ არა შეთანხმებული ჟიგიმანტას პავილიონისის ვიზიტი, საქართველოს მეგობრობა არ ნიშნავს, ცალმხრივად რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ეკეკლუცო, – განაცხადა დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა ლიეტუვის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონისის ლიეტუვის საკანონმდებლო ორგანოში განმარტებებისთვის დაბარებასთან დაკავშირებით.

„ჯერ დაველოდოთ. როგორც ჩანს, შესაბამისი ხელისუფლების წარმომადგენელი პირები დაინტერსედნენ იმით, თუ რა ვიზიტი განახორციელა ამ პირმა. იყო ეს თუ არა შეთანხმებული და საერთოდ, ის ინტერვენცია, რომელიც ამ ადამიანმა განახორციელა, იყო თუ არა მეგობრული, ეფუძნებოდა თუ არა ორივე მხარის მიმართ მოწოდებას. დაველოდოთ შეფასებებს.

საქართველოს მეგობრობა ნიშნავს იმას, რომ ყველა მხარესთან მიმართებით იყო ნეიტრალური, ობიექტური და თანაბრად მოუწოდებდე გადადგან შემხვედრი ნაბიჯები. საქართველოს მეგობრობა არ ნიშნავს, ცალმხრივად რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ეკეკლუცო ან რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ რაც უნდა პოლიტიკური სიმპატია გქონდეს, ამას საჯაროდ აფიქსირებდე. ალბათ ამასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი საქართველოში ვიზიტის შესახებ განმარტებისთვის საკანონმდებლო ორგანოში დაიბარეს. შესაბამისი გადაწყვეტილება სეიმის საბჭომ დღეს მიიღო. ჟიგიმინტას პავილიონისის ვიზიტის შესახებ კითხვები ლიეტუვის ვიცე-სპიკერებს გაუჩნდათ.