ანრი ოხანაშვილი - ჭორაობაში ვერავის ავყვები, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საკითხი სამართალდამცავი ორგანოს კვლევის საგანია
ანრი ოხანაშვილი - ჭორაობაში ვერავის ავყვები, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საკითხი სამართალდამცავი ორგანოს კვლევის საგანია

​პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საკითხი შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს კვლევის საგანია. მისივე თქმით, დეპუტატმა ეკა ბესელიამ შესაბამის ორგანოსთან უნდა ითანამშრომლოს და გვარები თავად დაასახელოს.

ანრი ოხანაშვილი ჟურნალისტებთან საუბარში ეკა ბესელიას იმ განცხადებას გამოხმაურა, რომლის თანახმადაც, მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტსივრცეში გავრცელების საქმეში რამდენიმე ხმაურიანი გვარი იპოვა, რომელთაგან ერთ-ერთი დეპუტატის გვარს ემთხვევა.

„ჭორაობაში ვერავის ავყვები. შესაბამისად, სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა გამოავლინონ ნებისმიერი პირი და თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, ყველამ პასუხი უნდა აგოს. როცა საქმე ასეთ დანაშაულთან გვაქვს, გამოძიებამ ყველა კითხვას უნდა გასცეს პასუხი. გამოძიება ოპერატიულად წარიმართა, შესაბამისი პირები პასუხისგებაში არიან მიცემული და გამოძიება გრძელდება.

რა დროში და რა შედეგს დადებენ, ეს კონკრეტული ორგანოს კომპეტენციაა. იმედი მაქვს, ყველა კითხვას პასუხი გაეცემა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.