ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტში საქართველოს მხარდაჭერაზე საუბარი ქვეყნების მჭიდრო თანამშრომლობაზე მიუთითებს

17:09, 18.12.2019

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტში საქართველოს მხარდაჭერაზე საუბარი ქვეყნების მჭიდრო თანამშრომლობაზე მიუთითებს.

„ძალიან მნიშვნელოვანი მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა ბიუჯეტის შესახებ კანონში ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, რომ ამერიკისთვის საქართველო არის დასაყრდენი პარტნიორი ქვეყანა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი თანამშრომლობა ძალიან მჭიდროა და ამერიკისთვის საქართველოს დასაყრდენი ქვეყანაა. ეს შეფასება ძალიან ბევრს ნიშნავს. ნიშნავს იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ხაზგასმითაა საუბარი იმაზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველო არის მტკიცე და მჭიდრო პარტნიორი ქვეყანა ძალიან ბევრი მიმართულებით“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მსგავსი