ანრი მექვაბიშვილი რუმინეთის სუპერლიგის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა #1TVSPORT

18:26, 29.05.2026

კრაიოვის „უნივერსიტატეას“ ქართველი ლეგიონერი, ანრი მექვაბიშვილი რუმინეთის ჩემპიონატის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა – რჩეული თერთმეტეული Sofascore-მა შეარჩია.

25 წლის ქართველმა ნახევარმცველმა კარიერაში საუკეთესო სეზონი ჩაატარა, „უნივერსიტატეას“ შემადგენლობაში რუმინეთის ჩემპიონი და ქვეყნის თასის მფლობელი გახდა.

ანალიტიკური ინტერნეტპორტალი მექვაბიშვილის თამაშს ყოველი ტურის შემდეგ აფასებდა, მისი საშუალო შეფასება 7,15 ქულაა. მან რეიტინგით ყველა კონკურენტს აჯობა და 4-2-3-1 სათამაშო სქემით შედგენილ სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მარჯვენა საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე მოხვდა.

მექვაბიშვილმა 2025/26 წლების სეზონში „უნივერსიტატეაში“ ყველა ტურნირზე 50 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მსგავსი