„ანორთოსოსმა“ ქართველების გოლებით მოიგო (ვიდეო)

კვიპროსის ჩემპიონატის მე-6 ტურში თემურ ქეცბაიას ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ საკუთარ მოედანზე ნიქოზიას „ოლიმპიაკოსს“ უმასპინძლა და ქართველების გოლებით დაამარცხა.

ოთხივე ქართველი გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა – გიორგი ლორიამ, მურთაზ დაუშვილმა, თორნიკე ოქრიაშვილმა და გიორგი ქვილითაიამ. მატჩის გმირი ქვილითაია გახდა – „გენტიდან“ კვიპროსზე გადასული 27 წლის თავდამსხმელი ფორმაში რომ შედის, ეს მატჩიც ადასტურებს. გიორგიმ 23-ე წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო 90+1-ე წუთზე მისი წაქცევისთვის პენალტი დაინიშნა, რომელიც თორნიკე ოქრიაშვილმა გამოიყენა და „ანორთოსისმა“ 2:0 გაიმარჯვა.

კვიპროსის ჩემპიონატის მე-6 ტურის შემდეგ „ანორთოსისმა“ 10 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზეა ლიდერ „აპოლონს” კი 3 ქულით ჩამორჩება.