„ანორთოსისში“ ყველა ტესტი უარყოფითია - ქართველები კორონას გადაურჩნენ
„ანორთოსისში“ ყველა ტესტი უარყოფითია - ქართველები კორონას გადაურჩნენ

„ანორთოსისში“ ყველა ტესტზე უარყოფითი პასუხი მიიღეს“ – ეს ინფორმაცია კვიპროსულმა „სპორტ ფმ“-მა გამოაქვეყნა, რაც ჩვენს გულშემატკივრებს უზომოდ გაახარებს.

„კარგი ამბებია „ანორთოსისში“. გუნდის წევრებმა ტესტები მას შემდეგ ჩააბარეს, როდესაც გუნდში კოვიდ 19-ზე დადებითი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შემდეგ გუნდის ყველა წევრმა ტესტირება გაიარა და ყველა მათგანი უარყოფითია. ეს ნიშნავს, რომ გუნდი დაუბრუნდება მოედანს და „პაფოსთან“ თასის თამაშისთვის ჩვეული რეჟიმში მოემზადება“, – წერია „სპორტ ფმ“-ის გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ „ანორთოსისში“ COVID-19-ზე დადებითი პასუხი დაფიქსირდა – ინფიცირებულის ვინაობა არ სახელდებოდა. თუმცა საქართველოს პირველმა არხმა შეიტყო, რომ დადებითი პასუხი ბრაზილიელ თავდამსხმელს, ანდრესონ კორეას დაუდგინა.

ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკდონიასთან მატჩამდე COVID-19-ის ტესტირების შემდეგ, დადებითი პასუხი დაფიქსირება „ანორთოსისში”, სადაც საქართველოს ნაკრების ოთხი ფეხბურთელი თამაშობს, ჩვენი გულშემატკივრებისთვის უსიამოვნო ამბავი გამოდგა.

თუმცა, საბედნიეროდ, ქართველები ჯანმრთელად არიან და დიდი იმედი გვაქვს, რომ 12 ნოემბერს ჩრდილოეთ მაკედონიასთან ითამაშებენ. შეგახსენებთ, რომ „ანორთოსისში“, თამაშობენ გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია.