„ანორთოსისში“ კორონავირუსი გავრცელდა - ქეცბაიას გუნდს სუპერთასზე ექვსი მოთამაშე გამოაკლდება #1TVSPORT
„ანორთოსისში“ კორონავირუსი გავრცელდა - ქეცბაიას გუნდს სუპერთასზე ექვსი მოთამაშე გამოაკლდება #1TVSPORT

თემურ ქეცბაიას „ანორთოსისში“ კორონოვარუსი გავრცელდა და გუნდმა მოსამზადებელ ეტაპზე საკონტროლო მატჩის ჩატარება ვერ მოახერხა.

კლუბში COVID19 ხუთ ფეხბურთელს დაუდასტურდა და ამის გამო „აპოლონთან“ და „დოქსასთან“ ამხანაგური მატჩები გაუქმდა. „ანორთოსისმა“ ოფიციალური განცხადებით გულშემატკივრებს აცნობა, რომ საბერძნეთში გამგზავრება გადადო და ტრიპოლისისასტერასთან“ მატჩსაც იგივე ბედი ეწია.

გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო, თემურ ქეცბიას გუნდს დიდი პრობლემები შეექმნა – კვიპროსის თასის მფლობელმა სეზონის პირველი ოფიციალური შეხვედრა 13 ივლისს უნდა ჩაატაროს. „ანორთოსისი“ კვიპროსის სუპერთასის მატჩში ჩემპიონს, „ომონიას“ შეხვდება.

ამ მატჩში გუნდი სრული შემადგენლობით ვერ იქნება – ფამაგუსტელებს ვერც კორონავირუსით დაავადებული ხუთი მოთამაშე დაეხმარება და ვერც ახალწვეული, ფინეთის ნაკრების მცველი პაულიუს არაიური, რომელიც მცირე ხნის წინ „პათოსიდან“ დაიმატეს.

ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის გამო, ფინეთის ნაკრების ცენტრალური მცველი შვებულებაშია და გუნდს მხოლოდ ინტენსიური პროგრამის გავლის შემდეგ შეუერთდება.