„ანორთოსისს“ ქვილითაიას გოლმა ვერ უშველა - ქეცბაიას გუნდის მტკივნეული მარცხი
„ანორთოსისს“ ქვილითაიას გოლმა ვერ უშველა - ქეცბაიას გუნდის მტკივნეული მარცხი

კვიპროსის ჩემპიონატში თემურ ქეცბაიას გუნდმა, ფამაგუსტას „ანორთოსისმალომასოლში უშუალო კონკურენტ „აპოლონთან“ მნიშვნელოვანი მატჩი გამართა და ძალიან მტკივნეული მარცხი იწვნია.

მე-17 ტურის ამ შეხვედრაში ფამაგუსტელები მეტოქეს ლიმასოლში ესტუმრნენ. „ანორთოსისის“ ძირითად შემადგენლობაში სამი ქართველი იყო – გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი და გიორგი ქვილითაია, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილს რეაბილიტაცია ჯერ არ დაუსრულებია. „აპოლონში“ კი გუნდის ახალწვეული გიორგი პაპუნაშვილი ჯერ განაცხადში არ ყოფილა.

ქეცბაიას გუნდმა პირველივე ტაიმში ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. ანგარიში მე-9 წუთზე გიორგი ქვილითაიამ გახსნა, ხოლო 29-ე წუთზე მასპინძელთა კარი „ანორთოსისის“ ჩეხმა ნახევარმცველმა, ჯოზეფ ჰუსბაუერმა აიღო და ქეცბაიას გუნდმა ტაიმი 0:2 მოიგო.

ლიმასოლელებმა მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყეს და მოედანზე სურათი რადიკალურად შეიცვალა. 52-ე წუთზე ფრანგმა ნიკოლას დიგუინმა სხვაობა შეამცირა, 61-ე წუთზე რუმინელმა ფლორინ მატეიმ წონასწორობა აღადგინა 2:2, ხოლო 73-ე წუთზე დიგუინმა პენალტით „აპოლონი“ 3:2 დააწინაურა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

აპოლონმა“ 3:2 მოიგო და 17 ტურის შემდეგ მოპოვებული 36 ქულით კვიპროსის ჩემპიონატში გალიდერდა, ხოლო ქეცბაიას გუნდი 30 ქულით მეოთხე ადგილზე დარჩა.

გიორგი ქვილითაია რვა გოლით ბომბარდირებში მეორე ადგილზე დაწინაურდა და „დოქსასფინელ-მაკედონიელ თავდამსხმელს, ბერაკ სადიკს (8 გოლი) დაეწია, ხოლო პირველზე ლიმასოლის „აპოლონის“ თავდამსხმელი ნიკოლას დიგუინია (9 გოლი).