„ანორთოსისს“ ჩაშლილ მატჩში წაგება ჩაეთვალა და ორ შეხვედრას უგულშემატკივროდ გამართავს #1TVSPORT
„ანორთოსისს“ ჩაშლილ მატჩში წაგება ჩაეთვალა და ორ შეხვედრას უგულშემატკივროდ გამართავს #1TVSPORT

კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა „კარმიოტისასთან“ ჩაშლილი მატჩისთვის დასაჯა ფამაგუსტას „ანორთოსისი“, სადაც გიორგი ლორია და ავთო ებრალიძე თამაშობენ.

კვიპროსის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში ფამაგუსტელები საკუთარ სტადიონზე „კარმიოტისასთან“ შეხვედრას 0:2-ს აგებდნენ, როდესაც მოედანზე პიროტექნიკა ისროლეს და, მოთამაშეთა უსაფრთხოების მიზნით, თამაში შეწყდა.

„ანორთოსისს“ არბიტრის გადაწყვეტილებით შეწყვეტილ მატჩში ჩაეთვალა წაგება 3:0, ასევე აეკ-თან მე-18 ტურის მატჩს გულშემატკივრების გარეშე ჩაატარებს, ხოლო „აპოლონთან“ მე-19 ტურის გასვლით დაპირისპირებაზე სტადიონზე ფამაგუსტელ ფანებს არ შეუშვებენ.

ვინაიდან სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების გაუქმების საშუალება არ არსებობს, გუნდი შედეგს არ გაასაჩივრებს. აეკ-თან მე-18 ტურის შეხვედრას „ანორთოსისი“ შაბათს, 7 იანვარს ანტონის პაპადოპულოს სტადიონზე გამართავს.