„ანორთოსისმა" თორნიკე ოქრიაშვილი წარადგინა - მინდა „ანორთოსისის" ისტორიის მონაწილე გავხდე [ვიდეო]

ფამაგუსტას „ანორთოსისმა” თორნიკე ოქრიაშვილი წარადგინა. კლუბის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველთან კონტრაქტი 2021 წლამდე გაფორმდა.

კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ, ქართველმა ნახევარმცველმა მედიასთან ილაპარაკა.

„ვიცი, რომ „ანორთოსისს” ძალიან დიდი ისტორია აქვს და მიხარია, რომ ამ გუნდის მაისურს რომ ვატარებ. ფამაგუსტაში ბევრ წარმატებებს უნდა მივაღწიოთ”, – ამბობს ოქრიაშვილი.

მან იმ მიზეზებზეც ილაპარაკა, რის გამოც, კარიერის გაგრძელება კვიპროსში ამჯობინა: „ეს ძალიან კარგი გუნდია, ძალიან დიდი ისტორიით და მინდა ამ ისტორიის მონაწილე გავხდე და „ანორთოსისთან” ერთად ძალიან ბევრ წარმატებას მივაღწიო”.

ოქრიაშვილმა ფამაგუსტელთა გულშემატკივრებსაც მიმართა: „გუნდის თამაშებს ვუყურე და ვიცი, რომ „ანორთოსისს” ძალიან მაგარი ფანები ჰყავს. მინდა, რომ ჩემი თამაშით გაგახაროთ და ჩემი წარმატება თქვენი წარმატება იყოს”.

27 წლის ქართველმა ნახევარმცველმა გასული სეზონი რუსეთის პრემიერლიგის „კრასნოდარში” დაიწყო, მაგრამ დეკემბერში კლუბი დატოვა, კვიპროსულ კლუბში კი, თემურ ქეცბაიას ინიციატივით ჩაირიცხა.